თავდასხმები დასავლეთზე და ე.წ. სტრატეგიული დაახლოება ჩინეთთან არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს - ჯაფარიძე
რატომ გახდა ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რა მიზანი აქვს ხელისუფლებას? - "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში არ არის ჩანაწერი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ბადრი ჯაფარიძე პარალელს ავლებს დასავლეთსა და ჩინეთთან ხელისუფლების პოლიტიკაზე და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ზუსტად ისე იქცევა, როგორც რუსეთი - თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს და უახლოვდება ჩინეთს.
ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება პირდაპირ ბადებს კითხვას, რატომ არ არის არაფერი ნათქვამი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
თავდასხმები დასავლეთზე, თავდასხმები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე და მეორე მხრივ, ე.წ. სტრატეგიული დაახლოება ჩინეთთან, რაც სწორედ ის არის, რასაც რუსეთის ფედერაცია აკეთებს,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.