სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ - ბოტკოველი

20.10.23 13:20
სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ - ბოტკოველი

„სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ ემსახურებიან," - ეს განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

გიორგი ბოტკოველი აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ სუს-ის უფროსის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება მთავარი გამოწვევის გადაფარვას ემსახურება.

მთავარი რამ, თქვა ფარცხალაძეზე არის ეს - „კარგით რა მოვრჩეთ ახლა, ეგ თემა აღარ არის საინტერესო“. სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აღიარებული ჯაშუში. შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და მათ უწყებებთან პარტნიორობს. ეს ერთმანეთთან შეუსაბამოა. სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“. მტკიცებულებების მოპოვება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის საკითხი, მაგრამ ორივე უწყება თავიდან ბოლომდე ფარცხალაძეზეა დამოკიდებული და როგორ შეიძლება მათ რაიმე გამოძიების შედეგი დააყენონ.“ -  განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
 

მსგავსი სიახლეები