ოპოზიციას სტრატეგიული დოკუმენტების კითხვის და გააზრების პრობლემა აქვს - სამხარაძე
ოპოზიციას სტრატეგიული დოკუმენტების კითხვის და გააზრების პრობლემა აქვს, - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
სამხარაძისთვის მიუღებელია ოპონენტების კრიტიკა, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელმოწერას მოჰყვა.
ოპოზიციას ზოგადად, პრობლემა აქვს სტრატეგიული დოკუმენტების კითხვის და მათი გააზრების იმიტომ, რომ ჩინეთთან და ზოგადად, აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე და მათ შორის, ჩინეთი არის ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციაში, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მაშინ გახსოვთ, რომ ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა დარბოდა და ზოგადად, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა და არ აღიარებდა და ისინი იმდროინდელი შეცდომებიდან გამომდინარე, ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს გადაფარონ,“ - ამბობს ნიკა სამხარაძე.