დაპირისპირება გარდაბანში - ენმ-მ სოფელ ქესალოს სკოლასთან აქცია გამართა
დაპირისპირება გარდაბანში - დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს სკოლასთან აქცია გამართეს, სადაც ქართული ოცნების მომხრეები მივარდნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქესალოში არსებული სკოლის, საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან საპრივატიზაციო ნუსხიდან, სკოლის ამორიცხვას.
ენმ-ს გარდაბნის საკრებულოს წევრი აკიფ ისმაილოვი "ოცნების" მხრიდან მოსახლეობის შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები პირდაპირ სუს-ის დავალებას ასრულებენ.
„ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაახშოს საზოგადოებრივი პროტესტი, მათ ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა, დაემუქრნენ მოსახლეობას, რომ ვერ მიიღებენ სოციალურ დახმარებას. აშანტაჟებენ საკუთარ მოსახლეობას, რათა არ ამოიღონ ხმა, თორემ დაისჯებიან.
„ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრების, მათ შორის ამ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდა, მოვიდნენ პროვოკაციით, რომ თავი გაემართლებინათ, მაგრამ ეს ფაქტი, რაც არსებობს, ამას ვერავინ ვერ გაექცევა, ისინი უბრალოდ ასრულებენ სუს-ის დავალებებს, არც იციან რაზე მოაწერეს ხელი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის საკრებულოს წევრმა, აკიფ ისმაილოვმა
- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის საკრებულოს წევრმა, აკიფ ისმაილოვმა.
ვასო ურუშაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებრივი პროტესტი ჩაახშოს.
„ისინი ცდილობენ ჩაახშონ საზოგადოებრივი პროტესტი, მათ ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა, მოუვარდნენ ადგილობრივებს, ეუბნებოდნენ, რომ ვინც აქ ხართ ვერავინ ვერ მიიღებთ ვერც სოციალურ დახმარებას, არ მიგიღებთ გამგეობაში, ანუ პირდაპირ მუქარა იყო, ისინი პირდაპირ აშანტაჟებენ ჩადიან დანაშაულს სახალხოდ, კამერების წინ და მოუწოდებენ საკუთარი ქვეყნის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ არ ამოიღონ ხმა, თორემ დაისჯებიან.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ
ლაშა ფარულავა ამბობს, რომ „ქართული ოცნებას" არ მისცემენ უფლებას, რომ სკოლის ნაწილი გაყიდოს.
“გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა საშუალო სკოლის ტერიტორიის ნაწილი, მხოლოდ „ქოცს“ თუ მოუვა თავში ის, რომ საგანმანათლებლო სივრცეს წაართვას ტერიტორია და აქ კომერციული ობიექტი ააშენოს. ასეთ სიგიჟეში გვიწევს ახალ იმის მტკიცება, რომ ეს არ შეიძლება და სწორედ ამას ითხოვს ქესალოს მოსახლეობაც და ჩვენ მათ გვერდზე ვდგავართ და ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულოზე, როდესაც ეს საკითხი დადგება დავიცვათ ხალხის პოზიცია და მივცეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება, რომ სკოლის ნაწილი გაყიდოს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ანარ დურადივის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი ცდილობენ მოსახლეობის ქონება გაასხვისონ.
„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ინიციატივით შემოვიდნენ შემდეგ საკითხთან დაკავშირებით -პრივატიზაციას უკეთებენ სკოლის ტერიტორიას, რათა შემდგომში მოახდინონ მისი გასხვისება. აქ აშკარად ჩანს ის, რომ სკოლის ცენტრალური შესასვლელი, სპეციალურად გახსნეს გზის მხრიდან სკოლის შესასვლელი, რაც თვითონ სკოლის მოსწავლეებსაც პრობლემებს და საფრთხეს უქმნის. აქედან გამომდინარე მოსახლეობა უკვე მრავალი წელია მოსახლეობა ითხოვს, რომ ეს შესასვლელი გაიხსნას, დაახლოებით 2-3 დღის გაიხსნა ეს შესასვლელი, აქამდე იყო ბოქლომით გადაკეტილი. მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ სკოლის ტერიტორია არ გაიყიდოს, თუნდაც ან ხანძარი რომ იყოს ან რამე სხვა, შესასვლელი იქნება დაკეტილი, ამით არის დაკავებული დღევანდელი „ქართული ოცნება“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი დავით კარგარათელი. არა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე რომ იმოქმედოს, არამედ პირიქით, როგორ გაასხვისონ მოსახლეობის ქონება“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ანარ დურადივმა