თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ "ოცნებამ" ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი წარმატებით შეძლო - სამადაშვილი

20.10.23 13:32
თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ "ოცნებამ" ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი წარმატებით შეძლო - სამადაშვილი

თუ ევროკომისია ანგარიშით რეკომენდაციას ვერ გასცემს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სტატუსის საბოტაჟი წარმატებით შეძლო, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი  ბრიუსელიდან წამოსულ გზავნილებს. ოპოზიციის წევრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დასკვნა პოზიტიური არ ყოფილიყო.

საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ერვოკომისიის დასკვნა პოზიტიური ვერ ყოფილიყო ანუ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულება. ამიტომ, ცხადია, რომ ევროკომისიას გაუჭირდა დაწეროს დასკვნა, რომ მოთხოვნები შესრულებულია და რეკომენდაია გასცეს, რომ კანდიდატის სტატუსის ქვეყანას მიენიჭოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ კომისიამ გადაწყვისტოს, რომ თავად არ აიღოს საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაზლებლობას მისცეს წევრს ქვეყნებს ანუ ევროკომისია თუ ვერ ჩაწერს დასკვნაში, რომ გასცემს რეკომენდაციას კანდიდატის სტატუტსზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით მოახერხა ის, რომ საბოტაჟი მოუწყო ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია შეფასებით ნგარიშს 8 ნოემბერს გამოქვეყნებს, დეკემბერში კი გადაწყვეტულებას საქართველოსთან დაკავშირეიბთ 27 ქვეყნის ლიდერი მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები