როცა მთელი ევროკავშირი სტრატეგიულად თანამშრომლობს ჩინეთთან, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლება? - დავითულიანი

20.10.23 13:42
როცა მთელი ევროკავშირი სტრატეგიულად თანამშრომლობს ჩინეთთან, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლება? - დავითულიანი

"რატომ ხდება ოპოზიციისთვის ყოველთვის პრობლემა, როცა მთელი ევროკავშირი სტრატეგიულად თანამშრომლობს ჩინეთთან, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლება?" - ამ კითხვით მიმართავს "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ოპოზიციას.

დავითულიანისთვის ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია. როგორც დეპუტატი ამბობს, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობა, რაც მისივე შეფასებით, ოპოზიციას არ ესმის და პრობლემას ხედავენ. დავითულიანი ამბობს, რომ როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩინეთთან თანამშრომლობენ, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს არც საქართველოსთვის.

ჩინეთი არის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი ამ სამყაროში, სადაც ეკონომიკა ვითარდება ძალიან დინამიკურად. საქართველოსთვის საინტერესოა, როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე რეგიონული გარკვეული საფრთხეების დაბალანსების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ჩვენ შემთხვევაში, რატომ ხდება ოპოზიციისთვის ყოველთვის პრობლემა, როცა მთელი ევროკავშირი სტრატეგიულად თანამშრომლობს ჩინეთთან, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლება, ეს ახსნაა ხოლმე, როცა ამაზე ვლაპარაკობთ,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.

მსგავსი სიახლეები