"მუქარა ვერაფერს შეცვლის, პროექტი არ გაჩერდება" - ხოშტარია-ჯაფარიძის პასუხი სუსის უფროსს

20.10.23 13:46
"მუქარა ვერაფერს შეცვლის, პროექტი არ გაჩერდება" - ხოშტარია-ჯაფარიძის პასუხი სუსის უფროსს

სუსის უფროსის მუქარას, რომელმაც მონა.ჯი-ს დაბლოკვა არ გამორიცხა, პროექტის ავტორები ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია პასუხობენ. 

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ამბობს, რომ მუქარა ვერაფერს შეცვლის და პროექტი არ გაჩერდება. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთის სამსახურში მყოფ მაღალჩინოსნებს მომავალშიც გამოააშკარავებენ.

ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს. შეწუხდნენ, ეტკინათ, რას ნიშნავს, რომ სწორი პროექტია, სწორ ადგილას ჩავაჭირეთ, შესაბამისად, ასეც გავაგრძელებთ. ეს მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცას აკრძალავენ, რაღაცას დახურავენ, რაღაცას შეზღუდავენ, ყველაფერი ზღაპარია. შეუძლებელია ამ პროექტის გაჩერება და ეს არ გაჩერდება. ყველა იმ ადამიანების სახელებს გამოვიტანთ საჯაროდ, დავუტოვებთ ისტორიას  და მაქსიმალურად ხელს შევუშლით, რომ მათ შემდეგ ეძებონ თავშესაფარი დასავლეთის გავითარებულ ქვეყნებშ, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

გრიგლ ლილუაშვილის მწვავე რეაქცია არ უკვირს "დროას" ლიდერს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საიტის დაბლოკვის შემთხვევაშიც კი ისინი რუსეთის აგენტებს ალტერნატიული ხერხებით ამხელენ. 

ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ლილუაშილს ის არ მოსწონს და მე შემიძლია ვუთხრა პირდაპირ ლილუაშვილს, რომ გარანტიას ვაძლევს, რაც არ უნდა ეცადონ ან ვინმეს დაშინებას ან დაბლოკვას ამ პროექტის, ამ ინსტრუმენტის, მათ ეს არ გამოუვათ და ჩვენ მაინც ვიპოვით ყველანაირ ფორმას, რომ სიმართლის ვამხილოთ რუსული საქმის მკეთებლები, - ამბობს ხოშტარია. 

სუსის უფროსმა მონა.ჯი-ს უღირსი პლატფორმა უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული საიატი უღირსმ ადამიანებმა შექმნეს. ლილუაშილმა პირდაპირ თქვა, რომ აღვირახსნილი ქმედებების შემთხვევაში სახელმწიფო უწყებები შესაბამის რეაგირებას განახორციელებენ. 
 

მსგავსი სიახლეები