საქართველო უსაფრთხოების კუნძულია - პაპუაშვილი
"საქართველო უსაფრთხოების კუნძულია," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და სუს-ის დამსახურებებზე ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, დღეს რომ საქართველოში კონფლიქტი არ არის, ეს სწორედ ლილუაშვილის უწყების დამსახურებაა.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კონფლიქტების რუკა გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების შეფერილობა იმის მიხედვით იყო, თუ რამდენად ინტენსიური კონფლიქტია ამა თუ იმ სახელმწიფოში. კონფლიქტების ინტენსივობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ქვეყნის შეფერილობა ყვითლიდან წითლისკენ მიდიოდა - საქართველო თეთრად იყო მონიშნული, ისევე, როგორც ევროკავშირი. ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანა მთლიანად შეფერილია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის 2 ტერიტორია ოკუპირებულია, საქართველო უსაფრთხოების კუნძულია და ეს მათ შორის, სუს-ის მუშაობის შედეგია," - ამბობს პაპუაშვილი.