რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება რომ არ გვმართავდეს, ფარცხალაძისნაირი ხალხი სანაგვეზე იქნებოდა - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება რომ არ მართავდეს, ფარცხალაძისნაირი ხალხი სანაგვეზე იქნებოდა.
სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი ამოცანა იქნება, ჩვენი სახელმწიფოს გაწმენდა რუსეთის გავლენისგან.
ჩვენ რომ დღეს არ გვმართავდეს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, ფარცხალაძის დასანქცირება არ დასჭირდებოდა აშშ-ს, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არ იარსებებდა, როგორც არაფორმალური ერთ-ერთი მმართველი ამ ქვეყნის. ფარცხალაძისნაირი ხალხი იქნებოდა იმ სანაგვეზე, სადაც არის მათი ადგილი და არა გავლენის ცენტრში, როგორც ეს მოხდა რუსული ხელისუფლების პირობებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უზარმაზარი ამოცანა ერთ-ერთი იქნება ამ 12 წლის მანძილზე სრულიად ფილტრირებული ჩვენი სახელმწიფოს გაწმენდა რუსეთის გავლენისგან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილმა მიანიშნა, შალვა პაპუაშვილმა კი წერტილი დასვა მმართველმა პარტიამ ფაცხალაძის თემა დახურულად გამოაცხადა. კობახიძის გუნდში კითხვები სანქცირებული ყოფილი პროკურორის შესახებ აღარ აქვთ.