ეჭვი არ მეპარება, რომ ფარცხალაძის საქმე დაიხურება - დეკანოიძე

20.10.23 15:32
ეჭვი არ მეპარება, რომ ფარცხალაძის საქმე დაიხურება - დეკანოიძე

"ევროოპტიმისტების" წევრს ხატია დეკანოიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ფარცხალაძის საქმე დაიხურება. 

დეკანოიძის თქმით, სუს-ი რომელიც ყველას უსმენს, აქვს ყველანაირი ინფორმაცია,თუმცა ამტკიცებს, რომ ფარცხალაძის რუსულს პასპორტზე არაფერი იცოდა.

ეჭვი არ მეპარება, რომ დაიხურება ეს საქმე და აქამდე უნდა დაწყებულიყო მოკვლევა, რა თქმა უნდა. ეს მოკვლევა გულისხმობდა, რატომ აქვს ამ ადამიანს რუსული პასპორტი. სუს-ს აქვს მთელი ინფორმაცია და მაშინ როდესაც ფარცხალაძემ რუსული პასპორტი აიღო და ეს არ იცოდნენ და მე რას ვესაუბრები ჩემი ოჯახის წევრებს ის იციან ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

გრიგოლ ლილუაშვილმა მიანიშნა, შალვა პაპუაშვილმა კი წერტილი დასვა მმართველმა პარტიამ ფაცხალაძის თემა დახურულად გამოაცხადა. კობახიძის გუნდში კითხვები სანქცირებული ყოფილი პროკურორის შესახებ აღარ აქვთ.

მსგავსი სიახლეები