ლილუაშვილმა ფაქტობრივად დაიცვა ფარცხალაძე, დიდი პანდორას ყუთს არავინ გახსნის - ხაბეიშვილი

20.10.23 15:37
ლილუაშვილმა ფაქტობრივად დაიცვა ფარცხალაძე, დიდი პანდორას ყუთს არავინ გახსნის - ხაბეიშვილი

გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ყოფილ გენერალურ პროკურორზე გაკეთებულ განცხადებებს ფარცხალაძის ადვოკატის ინტერვიუს უწოდებს ენმ-ს თავმჯდომარე.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სუს-ის შეფმა ფარცხალაძე დაიცვა.

ხაბეიშვილის თქმით, "დიდ პანდორას ყუთს არავინ არ გახსნის იმიტომ, რომ თავად არიან ამ ყველაფრის თანამონაწილეები"

ჩვენ ვისმენთ მთელი დღის განმავლობაში, როგორც ფარცხალაძის ადვოკატების ინტერვიუებს და არა როგორც ბრალდებულის ან სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აზრს. მან ფაქტობრივად დაიცვა ფარცხალაძე. დიდი პანდორას ყუთს არავინ არ გახსნის იმიტომ, რომ თავად არიან ამ ყველაფრის თანამონაწილეები. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პაპუაშვილიდან დაწყებული ყველა პოლიტიკური აქტორი ვინც არის დღეს "ქართულ ოცნებაში",  ნებით თუ უნებლიეთ, ჩართული არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა მიანიშნა, შალვა პაპუაშვილმა კი წერტილი დასვა მმართველმა პარტიამ ფაცხალაძის თემა დახურულად გამოაცხადა. კობახიძის გუნდში კითხვები სანქცირებული ყოფილი პროკურორის შესახებ აღარ აქვთ.

მსგავსი სიახლეები