პრეზიდენტის გეგმა გაუგებარია, თუმცა ბიუჯეტში ცვლილებებს მაინც დავამტკიცებთ - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ზურაბიშვილს ვადა ორშაბათამდე აქვს, თუმცა ამ ვადის ბოლომდე გამოყენება სახელისუფლებო პარტიას აფრთხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
ამასთან, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ბიუჯეტში ცვლილებები მაინც შევა.
აღმოჩნდა დამატებითი, 5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი ჩვენს ბიუჯეტში, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტიქიები, რომელიც საქართელოს ჰქონდა მიმდინარე წელს, სხვა სოციალური პროგრამები გახორციელდეს. ხალხი ელოდება ამას უკვე. პარლამენტში განვიხილეთ სწრაფად, მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა, ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. არ ვიცი ბიუჯეტში არ უნდა მოხდეს, შიგნით რიცხვებია რაიმე გაურკვეველი თუ რა შინაარსსის ცვლილებები უნდა შევიდეს თუ რა გეგმა აქვს არ ვიცი მე ქალბატონს სალომეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ხალხის მიმართ, რომელიც მოელის ამ ბიუჯეტის ცვლილებას, ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. იმედია, რომ პარლამენტის მოწვევის შემდეგ მაინც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს. მას არ შეუძლია დაბლოკოს საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ცვლილება. ჩვენ ამ ბიუჯეტის ცვლილებას მაინც დავამტკიცებთ, - ამბობს პაპუაშვილი.