"ჭიქაში ქარიშხალს ტეხავენ" - რომან გოცირიძე "ოცნებაზე"

20.10.23 15:22
"ჭიქაში ქარიშხალს ტეხავენ" - რომან გოცირიძე "ოცნებაზე"

იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ხელს ამ დრომდე არ აწერს, ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა პანიკაშია და "ჭიქაში ქარიშხალს ტეხავს". მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ამ დოკუემნტს ხელს არ მოაწერს, ამის გაკეთება მარტივად პარლამენტის თავმჯდომარესაც შეუძლია. 

"ქართული ოცნება" არის მუდმივ ეჭვებში, შიშებში, ახლა პანიკაში არიან, ყველაგნა ვეტო ელანდებათ და ატეხეს ახლა ჭიქაში ქარიშხალი. აქვს სალომე ზურაბიშვილს ბიუჯეტზე ხელმოწერის დრო და თუ ხელს არ მოაწერს, მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ამით "ქართულ ოცნებსა" არაფერი დააკლდება და იქ არსებული კორუფციული და უსარგებლო ხარჯები, რაც არის ჩადებული, ყველაფერს მიიღებენ. სამწუხაროდ, ასეთია საკანონმდებლო პროცესი. მაგრამ უკვე შიშები გაუჩნდათ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჰგონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ დაამცირებს, - ამბობს რომან გოცირიძე. 

ჩავარდნილი იმპიჩმენტის შემდეგ,  მმართველი პარტია შეშინებულია - პრეზიდენტის მიმდინარეს წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ხელს არ აწერს. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ზურაბიშვილს ვადა ორშაბათამდე აქვს, თუმცა ამ ვადის ბოლომდე გამოყენება სახელისუფლებო პარტიას აფრთხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. 

მსგავსი სიახლეები