კორუფციულ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა ხელმოწერით თავად კორუფციონერებმა აიღონ - ლილუაშვილი

20.10.23 15:30
კორუფციულ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა ხელმოწერით თავად კორუფციონერებმა აიღონ - ლილუაშვილი

"საქართელოსთვის" წევრ ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომპრეზიდენტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ხელს საბოლოოდ მოაწერს, თუმცა "ოცნება" პანიკას ტეხავს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება ახლა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ზურაბიშვილი "რაღაცას აფერხებს". 

ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ "კორუფციულ ბიუჯეტზე" პასუხისმგებლობა ხელმოწერით არა პრეზიდენტმა, არამედ თავად "კორუფციონერებმა" უნდა აიღონ. 

"ქართული ოცნება" არის პანიკაში, რომ პირველად ხება ასეთი რაღაცო და იმპიჩმენტიც პირველად მოხდა ამ ქვეყნის ისტორიაში. კიდევ კარგი, რომ არ მოხდა და ვერ მოხდა და მათ თავისი მიზანი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ახლა ცდილობენ აჩვენონ საზოგადოებას ახალი შემართებით, რომ პრეზიდენტი რაღაცას აფერხებს. ჯერ ერთი, რომ პრეზიდენტს დარჩენილი აქვს ვადა, როგორც ვიცი და მგონია, რომ ხელს მოაწერს. რომც არ მოაწეროს, სამართლებრივად შემდეგ პაპუაშვილი აწერს ხელს ამ ბიუჯეტს და მოდი, ყველაფერს დაარქვან თავის სახელი: რა კორუფციული ბიუჯეტიც არის და ვინც არიან კორუფციონერები, იმათ აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შორის, ხელმოწერით, - ამბობს ლილუაშვილი. 

ჩავარდნილი იმპიჩმენტის შემდეგ,  მმართველი პარტია შეშინებულია - პრეზიდენტის მიმდინარეს წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ხელს არ აწერს. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ზურაბიშვილს ვადა ორშაბათამდე აქვს, თუმცა ამ ვადის ბოლომდე გამოყენება სახელისუფლებო პარტიას აფრთხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. 

მსგავსი სიახლეები