შემთხვევით, თქვენც ჩვენსავით ტელევიზიით ხომ არ გაიგეთ, პრემიერი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ აწერდა ხელს? - ნაცვლიშვილი

20.10.23 15:31
შემთხვევით, თქვენც ჩვენსავით ტელევიზიით ხომ არ გაიგეთ, პრემიერი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ აწერდა ხელს? - ნაცვლიშვილი

"შემთხვევით, ისე ხომ არ მოხდა, რომ თქვენც ჩვენსავით ტელევიზიით გაიგეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ აწერდა ხელს?" - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს.

ნაცვლიშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია პრემიერის ჩინეთში ვიზიტამდე ილია დარჩიაშვილს და ასევე დეპუტატმა მინისტრს განმარტება, "რატომ მოაწერეთ ხელი ისეთ დოკუმენტს, სადაც საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის შესახებ არაფერი წერია?!"

დღევანდელი ინტერპელაცია ჩინეთზე არ არის - ინტერპელაცია არის პარტია „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესს არ მიჰყვება და ქართველი ხალხი ინტერესს არ ემსახურება. აქ ჩინეთი არაფერ შუაშია - აქ გასარკვევი და გასარჩევია თქვენი საქმე! როგორ მოაწერა ოკუპირებული სახელმწიფოს ხელისუფლებამ ისეთ შეთანხმებას ხელი, სადაც მეორე მხარე - ვინც არ უნდა იყოს ის - ერთ სიტყვასაც არ ძრავს იმის შესახებ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აღიარებული აქვს გაეროს, აშშ-ს, ევროკავშირს და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორ და რა ფორმით ჩაგაყენეს საქმის კურსში?! - შემთხვევით, ისე ხომ არ მოხდა, რომ თქვენც ჩვენსავით ტელევიზიით გაიგეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან ამ ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობას აწერდა ხელს? ჩინეთთან გაფორმებული დოკუმენტი არ აღიარებს საქართველოს ოკუპაციას და შესაბამისად, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო პარლამენტია - მასზე ზემოთ არც პრემიერი და არც მთავრობა დგას. რატომ არ იყო განხილვისა და მსჯელობის საგანი პარლამენტში ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ, ვიდრე ასეთ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები