ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ, იციან, რომ არავინ დასჯის - ნადირაძე ჭორვილას ინციდენტზე
ცემა და ქვების სროლა ჭორვილაში - ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე შერჩევით სამართალზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, გუშინ ჭორვილაში "ოცნების" აქტივისტების ნაცვლად მოძალადეების როლში ოპოზციის მხარდამჭერები რომ ყოფილიყვნენ, მათ ციხეშ ამოალპობდნენ. მისივე თქმით, "ოცნების" მხარდამჭერებს ხელშეუხებლობის გარანტია და აქვთ და ასე თამამადაც ამიტომ მოქმედებენ.
მსაგვსი რამ რომ ჩაიდინოს ნებისმიერმა მოქალაქემ ან ოპოზიციის რომელიმე მხარდამჭერმა, ამ ადამიანებს აუცილებლად ამოალპობენ ციხეში, მაგრამ თუ ესენი არიან რუსული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარამჭერები, მათთვის ეს არის ხელშეუხებლობის გარანტია და მათ ამის გამო არავინ დასჯის. ამიტომ იქცევიან ისინი ასე თამამად. ფაქტია, რომ რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს, აღარაფერი აქვთ ხალხისთვის და ქვის სროლა არის ის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, - ამბობს ნადირაძე.
გუშინ ჭორვილაშ ჩასულ ენმ-ს წევრებს "ოცნების" აქტივისტები ქვების სროლით და მუშტებით გაუსწორდნენ. არ ინდობდნენ ჟურნალისტებსაც. "პირველების" ოპერატორს ნასროლი ქვა ფეხისა და თვალის არეში მოხვდა და და მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის მიზანი ოლიგარქის სახლთან მშვიდობიანად მისვლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთება იყო. თუმცა ოლიგარქის მშობლიურ სოფელთან მისულ ნაციონალურ მოძრაობას ბლოკირებული გზა და მოძალადეების რაზმი დაახვედრეს.