"საქართველოში რეფორმები ჩავარდა - 3-4 თვე ეს ტერმინი არ იხმაროთ" - მინისტრის მიმართვას ოპოზიციას

20.10.23 15:40
"საქართველოში რეფორმები ჩავარდა - 3-4 თვე ეს ტერმინი არ იხმაროთ" - მინისტრის მიმართვას ოპოზიციას

"საქართველოში რეფორმები ჩავარდა - 3-4 თვე ეს ტერმინი არ იხმაროთ" - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ოპოზიციას.

ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ რეფორმების ჩავარდნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტში, სადაც ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე სასაუბროდ დაიბარეს, სხვა თემებზე არ ისაუბრებს.

კითხვები იყო, რომელიც თემატიკას არ ეხება, ამიტომ მე მინდა პატივი ვცე პარლამენტს, ინტერპელაციის წესს და მეტს, ალბათ, სხვა საკითხებში, რაც არ ეხება ჩინეთს და მასთან ურთიერთობებს, ალბათ, არ შევალ. მინდა გულისტკივილი ვთქვა, დღეს კიდევ გაისმა, რომ საქართველოში რეფორმები ჩავარდა. მეგობრებო, მოგიწოდებთ, რომ მინიმუმ, 3-4 თვე მაინც, ეს ტერმინი არ იხმაროთ, რადგანაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პროცესში შედის,“ - ამბობს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები