ქვების სროლა ჭორვილაში - პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციამ ძალადობის პროვოცირება მოაწყო
ფიზიკური ძალადობა და ქვების სროლა ჭორვილაში - პარლამენტის თავმჯდომარე ხელს ისევ ოპოზიცისკენ იშვერს და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. არადა, კადრებში კარგად ჩანს, როგორო ძალადობენ "ოცნების" აქტივისტები ენმ-ს წევრებზე.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანს ძალადობის პროვოცირება წარმოადგენდა. ამასთან, სახელისუფლები გუნდის ლიდერი ამბობს, რომ მომხდარის ამსახველი კადრები არ უნახავს.
ეს არის, მემგონი, სიმპტომი, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიცია აპირებს უფრო მეტად რადიკალიზებას და აი, აქ გამოჩნდა უკვე რა იქნება სტილი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისა: ეს იქნება მივარდნები, ეს იქნება ძალადობა, ეს იქნება პროვოკაციები და ჩვენ, მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე გვქონდეს ამაზე რეაქცია, საზოგადოებას, რომ ასეთი სახის პროვოკაციული ქმედებები უნდა იყოს თავიდანვე საზოგადოების მხრიდან დაგმობილი. მე რამდენადაც ვიცი, აქციის მიზანი იყო პროვოკაცია, ჩასვლა ადამიანების და სწორედ ძალადობის პროვოცირება იყო მათი მიზანი. ზუსტად, სიმართლე გითხრათ, ეს კადრები არ მინახავს და არც ვიცი, - ამბობს პაპუაშვილი.
გუშინ ჭორვილაშ ჩასულ ენმ-ს წევრებს "ოცნების" აქტივისტები ქვების სროლით და მუშტებით გაუსწორდნენ. არ ინდობდნენ ჟურნალისტებსაც. "პირველების" ოპერატორს ნასროლი ქვა ფეხისა და თვალის არეში მოხვდა და და მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის მიზანი ოლიგარქის სახლთან მშვიდობიანად მისვლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთება იყო. თუმცა ოლიგარქის მშობლიურ სოფელთან მისულ ნაციონალურ მოძრაობას ბლოკირებული გზა და მოძალადეების რაზმი დაახვედრეს.