"არის თუ არა რუსეთი მტერი?" - ხმაური პარლამენტში
რატომ არ ჩაიწერა ჩინეთთან გაფორმებულ ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტში, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ეს იყო უმთავრესი კითხვა, რომელიც დღეს დეპუტატებს ილია დარჩიაშვილთან ჰქონდათ.
ილია დარჩიაშვილის ინტერპელაცია დასრულებულია, თუმცა კითხვების დიდი ნაწილი ისევ პასუხგაუცემელი დარჩა.
ინტერპელაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, როცა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ იკითხა, რატომ უჭირს ხელისუფლებას რომ რუსეთს მტერი დაარქვას?
ევროპა იქცევა უსამართლოდ - აი, რა მიზანი აქვს ევროპას, რომ საქართველო დაჩაგროს და მოექცეს უსამართლოდ. პოზიცია ჩამოაყალიბეთ - რუსეთი არის თუ არა მტერი, რომ ვიდეთ რა პოზიციიდან ველაპარაკებით. მაგალითად, გუშინ სუს-ის უფროსმა ვერ უპასუხა ამ კითხვას. იტყვის, არის თუ არა რუსეთი მტერი?“ - მიმართა მანჯგალაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავს ვგრძნობ შეურაცხყოფილად, ვინაიდან საგარეო საქმეთა მინისტრისგან ვერ მივიღე პასუხი ჩემს კითხვაზე, რომელიც ეხებოდა - რატომ არ იყო სტრატეგიულ პარტნიორთან ტექსტში თქვენთან ნამუშევარი, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მხარდაჭერის საკითხი ყოფილიყო სათანადოდ,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
წელიწადი და 8 თვე მიმდინარეობს ომი უკრაინაში და თუ აპირებთ ჩასვლას? - მიმართა მინისტრს ხაჯიშვილმა.
ოპოზიციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკა სამხარაძემ უპასუხა და "ნიანგის ცრემლების ღვრის" შეწყვეტა ურჩია.
აქ ნიანგის ცრემლების ღვრა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თურმე ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ევროპულ კურსს გადავუხვიეთ, საერთოდ ყველანაირ აზრს და ლოგიკას მოკლებულია.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს ინტერესი გადის ზუსტად შუა დერეფანზე და ანაკლიის პორტზე,“ - ამბობს სამხარაძე.