პარლამენტში სიძულვილის გარდა არაფერი მინახავს - ომბუდსმენი ცენზურის კანონს ეხმაურება

20.10.23 17:06
პარლამენტში სიძულვილის გარდა არაფერი მინახავს - ომბუდსმენი ცენზურის კანონს ეხმაურება

24 საათში მიღებული რეპრესიული კანონი სახალხო დამცველმა შეაფასა. სახალხო დამცველის ცენზურის კანონზე პირველ კომენტარს აკეთებს.

სიძულვილის ენის აკრძალვა ტელევიზიებიდან კი არა, პარლამენტიდან უნდა დაიწყოს -  ომბუდსმენისთვის მიუღებელია ის ტერმინები, რომლითაც დეპუტატები ერთმანეთს მიმართავენ.

სიძულვილის ენა ჩვენს ქვეყანაში არის პრობლემა და ამას ყველაზე კარგად, მგონი, ეს დარბაზი განასახიერებს, სადაც როცა ვიყავი აქ, მე სიძულვილის გარდა ადამიანების ერთმანეთის მიმართ არაფერი სხვა სამწუხაროდ, არ მინახავს. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეათე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება არის ის სიკეთე, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს არანაირი საფუძვლით და ეს ბალანსი სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორად, თუმცა ის, რომ სიძულვილის ენას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროში უპირისპირდება კანონმდებლობა და უპირისპირდება საერთაშორისო კანონმდებლობა მათ შორის, ეს ბუნებრივია და არახალია,“ - ამბობს იოსელიანი.

მსგავსი სიახლეები