წაგებული "ოცნება" პრეზიდენტის გაშავებას ცდილობს - თეონა აქუბარდია

20.10.23 17:11
წაგებული "ოცნება" პრეზიდენტის გაშავებას ცდილობს - თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ირწმუნება, რომ "ოცნება" პრეზიდენტის გაშავების კამპანიას აწარმოებს. საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ზურაბიშვილმა ბიუჯეტის ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პრეზიდენტს აღნიშნულ კანონზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და ეს ძალიან მალე საჯაროდ გაცხადდება. 

ეს არის უსუსური მცდელობა "ქართული ოცნების", პრეზიდენტი გააშავონ... დამარცხებული "ქართული ოცნების" საქართველოს პრეზიდენტთან, რამდენადაც არანაირი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არ გავრცელებულა, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ბიუჯეტის კანონზე ხელმოწერის. მაქვს ინფორმავია, ბიჯეტზე რომ ხელი მოწერილია და ამ მოცემულობაში, ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გამოჩნება ეს საჯაროდ. მთელი დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ დილიდან მიმდინარეობს, იქნება ეს ბიუჯეტის კანონზე ხელის არმოწერა ან მანიპულირება შოვის ტრაგედიით დაზარალებულების არდახმარებით, ისევე, როგორც რუსული ბაზების გაყვანაზე პრეზიდენტის ხელმოწერა, ეს ყველაფერი არის წაგებული პარტიის მცდელობა გაშავება პრეზიდენტის მისამართით, - ამბობს აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები