დიდი რისკი და საფრთხეა იმის, რომ „ოცნება“ ამ კანონს კრიტიკული აზრის შეზღუდვისთვის გამოიყენებს - ჯაფარიძე

20.10.23 17:15
დიდი რისკი და საფრთხეა იმის, რომ „ოცნება“ ამ კანონს კრიტიკული აზრის შეზღუდვისთვის გამოიყენებს - ჯაფარიძე

"ასეთი კანონპროექტები სწორედ ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ კრიტიკული აზრი," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებულ ტემპში მიღებულ ცენზურის კანონს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მმართველი ძალის მიერ კონტროლდება და შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდმა ცენზურის კანონი სწორედ კრიტიკული აზრის შესაზღუდად რომ გამოიყენოს, ამის რისკი მაღალია.

იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რომ როდესაც ყველა ინსტიტუტი კონტროლდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, კანონის ინტერპრეტაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აბსოლუტურად მოსალოდნელია, ამიტომ ცხადია, რომ ამ კანონპროექტის მიღმა არის დიდი რისკი და საფრთხე იმის, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყენებს ამ კანონს კრიტიკული აზრის შეზღუდვისთვის,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები