პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმა რუსულ ინტერესებს ემსახურება - სამადაშვილი

20.10.23 17:21
პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმა რუსულ ინტერესებს ემსახურება - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმა რუსულ ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სჯობს ხელისუფლებამ ზურაბიშვილზე მორიგი იერიშის ნაცვლად განმარტაოს, რატომ არასროს ისახება ბიუჯეტში ხალხის ინტერესი.

იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" აბსურდული ბრალდებებით მორიგ ჯერზე თავს ესხმოდეს პრეზიდენტს, სჯობს, რომ პასუხი გასცენ მათგან გაღატაკებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რატომ არასდროს არ აისახება ჩვენი მოქალაქეების ინტერესები ბიუჯეტში, რომელიც განკარგავს ხალხის ფულს და რატომ მოიხმარს "ქართული ოცნება" ხალხის ფულს საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის, საკუტარი ადმინისტრაციული რესურსის გაძლიერებისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმა და ამ ინსტიტუციის განადგურების მცდელობა ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, იმიტომ, რომ ინსტიტუციების დანგრევა ასუსტებს სახელმწიფოს, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის მიმდინარეს წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ხელს არ აწერს. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ზურაბიშვილს ვადა ორშაბათამდე აქვს, თუმცა ამ ვადის ბოლომდე გამოყენება სახელისუფლებო პარტიას აფრთხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. 

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია "ოცნებას" ტყუილში ამხელს და ირწმუნება, რომ პრეზიდენსტ აღნიშნულ კანონზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და ხელისუფლებას, უბრალოდ, პრეზდეინტის გაშავება უნდა.  

მსგავსი სიახლეები