"8 წუთიანი მასალის ნაცვლად სრული ვერსია" - "ტრენინგების საქმის" ფიგურანტები სრული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვენ

20.10.23 17:49
"8 წუთიანი მასალის ნაცვლად სრული ვერსია" - "ტრენინგების საქმის" ფიგურანტები სრული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვენ

"ტრენინგების საქმის" ფიგურანტები სრული მასალის გასაჯაროებას ითხოვენ.რვა წუთიანი მასალის ნაცვლად ტრენინგის სრული ვერსია - ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ე.წ. "სახელმწიფო გადატრიალების" საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა. 

სხვებს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ მოწერილი, საჯაროდ ვერავინ ვერაფერს ამბობს, ამ დროს კი სუს-ის ხელმძღვანელმა მედიას საქმის დეტალების შესახებ უამბო. საქმე აბსურდულია - ეს არის ერთადერთი შეფასება, რომლის საჯაროდ გაკეთებაც, გამოკითხვების შემდეგ საქმის ფიგურანტებს შეუძლიათ.

"ფორმულას" ფოტოგრაფ, ვახო ქარელის თქმით, სუს-მა უნდა განათავსოს სრული ჩანაწერი საკუთარ "იუთუბ" არხზე და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი ნახავს. ქარელი უწყებას მოუწოდებს, თუ საქმე დახურულია, მაშინ დეტალებს თვითონაც ნუ აზიანებენ.

საინტერესო იქნება, თუკი ის სრული ჩანაწერი, რაც აქვთ და არა მგონია ის მხოლოდ 8 საათიანი იყო იმიტომ, რომ რასაც ვუყურე იქ, იყო სხვადასხვა დღეებიდან ამონარიდები და სხვადასხვა დღის ჩანაწერები აქვთ, შეიძლება 8 საათზე მეტი იყოს, მაგრამ განათავსონ ხომ აქვთ საკუთარი იუთუბ არხი და დაინტერესების შემთხვევაში, ადამიანები შეხედავენ. თუ ამბობენ, რომ ეს საქმე არის დახურული, მაშინ რაღაც დეტალებს თვითონ ნუ აზიარებენ, იმას რაც მათთვის მისაღები არის", - ამბობს "ფორმულას" ფოტოგრაფი, ვახო ქარელი.

სუს-ში დღეს გამოკითხვაზე დაბარებული იყო რეჟისორი გიორგი სავანელი, თუმცა რეჟისორმა გამოკითხვაზე მისვლა არ ისურვა. ის აცხადებს, რომ მაგისტრი მოსამართლის დასწრების გარეშე სუს-ში არ მივა.

მსგავსი სიახლეები