ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება, ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

20.10.23 17:22
ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება, ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება, ისრაელი კი ახლა პირველ ფაზაში იმყოფება. 

გალანტი ხსნის, რომ მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად იმუშავებენ.

ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება. ჩვენ ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით, სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს ჰამასი.

მესამე ეტაპი იქნება ღაზის სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზის სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის", - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

მსგავსი სიახლეები