ჯერ კობახიძემ ვითომ ანერვიულა პრეზიდენტი, ახლა ვითომ პრეზიდენტმა ანერვიულა უმრავლესობა - მანჯგალაძე

20.10.23 17:27
ჯერ კობახიძემ ვითომ ანერვიულა პრეზიდენტი, ახლა ვითომ პრეზიდენტმა ანერვიულა უმრავლესობა - მანჯგალაძე

ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით ბრალდებებს, თითქოს ზურაბიშვილის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ხელს არ აწერს, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფარსს უწოდებს. ოპოზიიციის წევრი ფიქრობს, რომ უმრაბლესობა და პრეზიდენტი ერთმანეთს საჩვენებლად "ანერვიულებენ". 

ჩვენ ვამბობდით, რომ იმპიჩმენტი იყო ფარსი, ეს დრამატურგია გრძელდება. ჯერ ირაკლი კობახიძემ ვითომ ანერვიულა პრეზიდენტი, ახლა ვითომ პრეზიდენტმა ანერვიულა უმრავლესობა. ასეთი ფარსია, ერთმანეთს ანერვიულებენ და ჩვენც უნდა შეგვიყვანონ ახლა ამ დრამატურგიაში, - ამბობს მანჯგალაძე. 

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ხელს არ აწერს. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ზურაბიშვილს ვადა ორშაბათამდე აქვს, თუმცა ამ ვადის ბოლომდე გამოყენება სახელისუფლებო პარტიას აფრთხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. 

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია "ოცნებას" ტყუილში ამხელს და ირწმუნება, რომ პრეზიდენსტ აღნიშნულ კანონზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და ხელისუფლებას, უბრალოდ, პრეზდეინტის გაშავება უნდა.

 

მსგავსი სიახლეები