კვერცხების და ქვების სროლა რუსული ოცნების სამარკო ნიშანია - ხაბეიშვილი
კვერცხების და ქვების სროლა რუსული ოცნების სამარკო ნიშანია, - ასე აფასებს ენმ-ს თავმჯდომარე ჭორვილაში მომხდარ ძალადობის ფაქტს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს, განსხვავებულა ზრს ქვებს ესვრის, რაშიც პოლიციაც ჩართულია.
კვერცხის სროლა, ქვის სროლა, ადამიანების დევნა არის სამარკო ნიშანი რუსული ოცნების. მათ არ შეუძლიათ ხალხის პრობლემებზე ზრუნვა, მოქალაქეზე ზრუნვა, კეთილღეობაზე ფიქრი. მათ მხოლო ერთი რამ შეუძლიათ, რომ განსხვავებულ აზრს ესროლონ ქვა და ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ხოლმე ძალიან მძიმე მდგომარეობაშ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი საერთო პოლიციელობასთან და კანონმორჩილებასთან არ აქვთ, იმიტომ, რომ მათ წარმოუდგენიათ, რომ განსხვავებულ აზრს უნდა მოექცნენ ასე და პოლიციელების იქცევიან, ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც მილიციელები და ბიძნა ივანიშვილის დაცვის წევრები, - ამბობს ხაბეიშვილი.
გუშინ ჭორვილაში ჩასულ ენმ-ს წევრებს "ოცნების" აქტივისტები ქვების სროლით და მუშტებით გაუსწორდნენ. არ ინდობდნენ ჟურნალისტებსაც. "პირველების" ოპერატორს ნასროლი ქვა ფეხისა და თვალის არეში მოხვდა და და მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის მიზანი ოლიგარქის სახლთან მშვიდობიანად მისვლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთება იყო. თუმცა ოლიგარქის მშობლიურ სოფელთან მისულ "ნაციონალურ მოძრაობას" ბლოკირებული გზა და მოძალადეების რაზმი დაახვედრეს.
ცნობილია, რომ ამ დრომდე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის.