წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - იოსელიანი

20.10.23 18:11
წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - იოსელიანი

"წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში დეპუტატ როსტომ ჩხეიძის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

როსტომ ჩხეიძემ იოსელიანი წინა სახალხო დამცველს შეადარა და თქვა, რომ ამ პოსტზე ის „გაუბედავად ირჯება“.

როგორც იოსელიანმა უპასუხა, დრო აჩვენებს თუ როგორი სახალხო დამცველი იქნება ის.

ეს თქვენი მოსაზრებაა, რომელიც ჩემ შესახებ თქვით. ალბათ დრო რომ გავა, მერე გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად, წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - ეს ხუმრობით, მაგრამ დრო უკეთესად გამოაჩენს და შესაძლოა, თქვენი წუხილი შემდგომი ანგარიშების დროს დამთავრდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

ეს თქვენი მოსაზრებაა, რომელიც ჩემ შესახებ თქვით. ალბათ დრო რომ გავა, მერე გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად, წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - ეს ხუმრობით, მაგრამ დრო უკეთესად გამოაჩენს და შესაძლოა, თქვენი წუხილი შემდგომი ანგარიშების დროს დამთავრდეს," - განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები