პრეზიდენტმა ბიუჯეტის ცვლილებებს ხელი მოაწერა - რას ემსახურებოდა "ოცნების" დეზინფორმაცია?
ბიუჯეტში ცვლილებები ხელმოწერილია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს და ამის შესახებ, სავარაუდოდ, "ქართულმა ოცნებამაც" იცოდა. მაშინ რატომ დაიწყო დილიდან შტურმი ზურაბიშვილზე? იმპიჩმენტის ჩავარდნიდან ორი დღის შემდეგ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებდნენ და ბიუჯეტის დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. კანონის მიხედვით ზურაბიშვილს ორშაბათამდე ჰქონდა ვადა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" განგაშის სიგნალი დილიდან ჩართო. "ასეთი რამ არასდროს მომხდარა," -ამბობდა პარლამენტის თავმჯდომარე.
შეურაცხყოფების სერია კი დღეს "ქართულმა ოცნებამ" უკვე ფრანგულ ენაზე განაგრძო. "პრეზიდენტი გაგიჟდა" - ეს სიტყვები ირაკლი ზარქუას ეკუთვნის, რომელმაც მისი უცხო ენების ცოდნის დემონსტრირება მედიასთან გადაწყვიტა და მეტი დამაჯერებლობისთვის ზურაბიშვილს ფრანგულად მიმართა.
წყობიდან გამოსული უმრავლესობა ბიუჯეტის ცვლილებების ხელმოწერას იმ პრეზიდენტისგან ითხოვდა, რომელსაც ორი დღის წინ ჯერ თანამდებობიდან აყენებდა, მერე კი კოჭლ იხვს და ფორმალურ პრეზიდენტს ეძახდა და ციხით ემუქრებოდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.