დაპირებული კადრების ნაცვლად სამი ფოტო - მიიყვანეს თუ არა ფარცხალაძე სუსში ფორმალურად?

20.10.23 20:01
დაპირებული კადრების ნაცვლად სამი ფოტო - მიიყვანეს თუ არა ფარცხალაძე სუსში ფორმალურად?

 

 

დაპირებული კადრების ნაცვლად სამი ფოტო, რომელმაც უფრო მეტი კითხვა გააჩინა. სუსი ოთარ ფარცხალაძის დაკითხვაზე მისვლის მასალას ავრცელებს. ფოტოები აჩენს განცდას, რომ დასანქცირებული ექსპროკურორი  უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ ამ ფოტო სესიისთვის მიიყვანეს, რომ შემდეგ ეთქვათ, "იყო, დავკითხეთ" და ამის ამსახველი მტკიცებულება  გაესაჯაროებინათ.

ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძე სუსში  ადვოკატის გარეშე შედის. უცნობია, რამდენი ხანი იკითხებოდა, ან დაიკითხა თუ არა საერთოდ.

 ეჭვი, რომ ფარცხალაძის გამოკითხვა ფორმალობა იყო ჯერ კიდევ გუშინ სუსის უფროსის განცხადებამ გააჩინა. ლილუაშვილმა მიანიშნა, რომ რუსეთის აგენტობაში მხილებულს გამოძიებისთვის ღირებული არაფერი უთქვამს. ეს ფარცხალაძეზე  სუსის უფროსის დუმილის დარღვევის პირველი შემთხვევა იყო. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ლილუაშვილმა ის დაადასტურა, რაზეც "ტვ პირველის' შაბათის გუნდი გაცილებით ადრე ყვებოდა. ქვეყნის ღალატში მხილებულ კაცს დაკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს, დღეს კი  ფარცხალაძის საქმე პრაქტიკულად დახურულად გამოაცხადეს.
 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები