19 დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - ბრუსელი დაბნეულია?
19 დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - თარიღი ცნობილია და დროის ათვლაც დაწყებულია. 8 ნოემბერს ევროკომისია ევროგაერთიანების გაფართოების შესახებ დასკვნას გამოქვეყნებს. თუმცა საქართველოს საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია.
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ერთი წლის შემდეგაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. არ არის გამორიცხული, ევროკომისიამ საერთოდ არ გასცეს რეკომენდაცია და საქართველოს საკითხის გადაწყვეტა ევროკავშირის ქვეყნებს მიანდოს. ეს კი სტატუსს დიდი რისკის ქვეშ დააყენებს, რადგან ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ იზიარებს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ თუ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია არ გასცა, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი საბოტაჟი წარმატებით განხორციელდა.
წამზომი ჩართულია და "ქართულ ოცნებას" სამი კვირა რჩება ბრუსელის დასარწმუნებლად, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ მოუკლან.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.