თავდასხმა ენმ-ს წევრებზე ჭორვილაში - შსს დუმს

20.10.23 20:30
თავდასხმა ენმ-ს წევრებზე ჭორვილაში - შსს დუმს

არცერთი სიტყვა შს სამინისტროსგან - გომელაურის უწყება  ჭორვილაში მომხდარ თავდასხმას ამ დრომდე არ იმჩნევს. არადა, მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. არსებობს უამრავი კადრი, სადაც კონკრეტული მოძალადეების იდენტიფიცირება უმარტივესი ამოცანაა პოლიციისთვის, თუმცა თავდასხმიდან 24 საათის შემდეგაც არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა და არც არავინ დაუკავებიათ. ივანიშვილის მცველებს განსაკუთრებული იმუნიტეტი იცავს.

გომელაური ვერც იმ ხალხის დასჯას ბედავს, ვინ მის თანამშრომლებს უსწორდებოდა. ოპოზიციასა და ჟურნალისტებთან ერთად კვერცხები და ქვები ჭორვილასთან მობილიზებულ სამართალდამცველებსაც ხვდებოდა. "ქართული ოცნების" აგრესიული პარტაქტივი არც პოლიციას ინდობდა, თუმცა შს მინისტრი, რომელიც პოლიციელის მუნდირის და ღირსების დაცვის საჯარო პირობას დებდა, ახლა მის თანამშრომლებზე თავდამსხმელების დაკავებას ვერ ბედავს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები