რევოლუციონერად მონათლული ხელოვანები სუს-ს სრული ჩანაწერის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ
ვინ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას ქვეყანაში? - სუს-ის უფროსი ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილები ქართველი ხელოვანები არიან. "რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, აქვთ მოტივაცია და ფიზიკური შესაძლებლობები," - თქვა დღეს ლილუაშვილმა. ახლა ჩნდება კითხვა, რა მოტივაცია და ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგალითად, რეჟისორ გიორგი სავანელს, რომელიც საბედისწერო ტრენინგში მონაწილეობის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს.
რეჟისორი, რომელიც ფიქრობს, რომ სუსი ახლა მათ წინააღმდეგ დაშინების პოლიტიკას აწარმოებს, ლილუაშვილის უწყებაში არ მივიდა. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ვინც სუს-ში დაკითხეს კი ისინი გაოგნებას ვერ მალავენ. საქმე იმდენად აბსურდული და სასაცილოა, საჯაროდ საუბარიც კი ეუხერხულებათ. გამოკითხულების ნაწილს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს. ლილუაშვილისგან კი რვა წუთიანი მასალის ნაცვლად, სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.