ფარცხალაძემ დატოვა საქართველოო, ვინ დააწყნარა ახლა ამით, დავწყნარდით? - დოლიძე
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე აშშ-ის მიერ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის მიერ საქართველოს დატოვებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მისი პასუხისგებაში მიცემა და სიმართლის დადგენა სურდათ.
დოლიძის თქმით, სუს-ის უფროსის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაშუშობაში მხილებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველო დატოვა, "სასაცილო" და არაფრის მომცემია.
კარგი, კომპეტენციის და განათლების პრობლემა გვაქვს. ეს რა განცხადებაა, ვინ მოამზადა. ფარცხალაძის განცხადება სასაცილოა, დატოვა საქართველოო, ვინ დააწყნარა ახლა ამით, დავწყნარდით? შიშის ზარს გვცემს, რომ ფარცხალაძე საქართველოში გადაადგილდებოდა. ჩვენ გვინდოდა, ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემა, სულ მცირე და სიმართლის დადგენა. როდესაც შენი პარტნიორი გეუბნება, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ იგი რის გავლენის აგენტი შენს პოლიტიკურ სივრცეებში, ჩვენ გვჭირდება იმაზე მეტი, ვიდე მისი ნათქვამი ფრთიანი ფრაზები და რებუსებია," - აღნიშნა დოლიძემ.
ანა დოლიძე ამბობს, რომ სანამ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება საჯარო გახდებოდა, ამ ინფორმაციას პარტნიორი სახელმწიფოები "მეგობრული არხების მეშვეობით" მიაწვდიდნენ კონკრეტულ უწყებებსა და საზოგადოებას.