გამოძიება დაანონსებულია - სუსის შეფი ხოშტარია-ჯაფარიძეს ემუქრება
ახალ პლატფორმასთან, მონა. ჯი-თან დაკავშირებით გამოძიება დაანონსებულია. "აღვირახსნილ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება," - იმუქრება სუსის ხელმძღვანელი.
მონა. ჯი -ზე პირველი გვარების გამოჩენა ხელისუფლების დიდ თავისტკივილად იქცა. ხელისუფლებამ კი მარტივი გამოსავალი იპოვა. გრიგოლ ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხოშტარია-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. "ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ," - ასე პასუხობს ზურაბ ჯაფარიძე სუსის მუქარას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლილუაშვილს პირდებიან, რომ მუქარის მიუხედავად, ახალი პლატფორმის გეგმები არ შეიცვლება, შავი სია კი მალე კიდევ უფრო გაიზრდება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.