ვისი დაკვეთით სცემეს ეძგვერაძე - ბრალდებების ეპიცენტრად დღეს საკრებულო იქცა

20.10.23 20:42
ვისი დაკვეთით სცემეს ეძგვერაძე - ბრალდებების ეპიცენტრად დღეს საკრებულო იქცა

ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარი თავდასხმა და დღემდე დაუსჯელი მოძალადეები - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა თბილისის საკრებულოს სხდომას, თუმცა ფრაქციის ორი წევრი სხდომაზე მაინც შევიდა. გიორგი ონიანი და ზვიად კუპრავა "ქართული ოცნებისგან" ჭორვილაში მომხდარი თავდასხმის ფაქტის დაგმობას ითხოვდნენ. სხდომაზე იმ პირების ფოტოებიც აჩვენეს, ვინც გუშინდელ ძალადობაში მონაწილეობდნენ.  სხდომას ესწრებოდა კოტე ზარნაძეც, რომელიც ეძგვერაძესთან მომხდარი დაპირისპირების მთავარი ფიგურანტია, თუმცა გლდანის მაჟორიტარმა დღეს დუმილი არჩია.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები