"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი" - ღუდუშაური

20.10.23 20:13
"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი" - ღუდუშაური

პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ტარიელ ნაკაიძეს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო "არაკაცს" უწოდებს და შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს.

ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების გაღვივებას ვერ მოახერხებს.

ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი. ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები