ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები გაათავისუფლეს

20.10.23 22:39
ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები გაათავისუფლეს

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო ქსელის წმენდა ორი თავისუფლად მოაზროვნე, განათლებული, ღირსეული მოღვაწე-მოქალაქეების მაიკო გოგორიკიძისა და მანანა მენაბდის გათავისუფლებით დასრულდა" - ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ოზურგეთის მერის მიერ განხორციელებული რეპრესიები შესაბამისი მოქმედებებისა და პასუხის გაცემის გარეშე არ ჩაივლის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო ქსელის წმენდა (რეორგანიზაცია) დასრულდა ორი თავისუფლად მოაზროვნე, განათლებული, ღირსეული, მოღვაწე-მოქალაქეების მაიკო გოგორიკიძე და მანანა მენაბდის გათავისუფლებით. ოზურგეთის მერს, მის ხელქვეით ქავთარაძეს არ შერჩება ეს საქციელი, წაესაკრებიან პოლიტიკური ნიშნით საღადმოაზროვნე ადამიანთა სამსახურებიდან დათხოვნას. ბრძოლას ვინ მოიგებს იმასაც ვნახავ .თქვე სამარცხვინოებო! - წერს გორდელაძე.

მუზეუმიდან გათავისუფლებას ს მაია გოგორიკიძეც ადასტურებს და წერს, რომ იგი ოზურგეთის მერისგან თავისუფალი აზრისა და შეხედულებების "მსხვერპლი" გახდა.

გილოცავთ, მუზეუმიდან გათავისუფლების შესახებ გავიგე უკვე... რის გამო მოაწყვეთ ივლისის შემდეგ ამხელა ამბავი, ყველას ხელი მოაწერინეთ მოსალოდნელ გათავისუფლებაზე, ორი ადამიანი რომ გაგეშვათ? ლანა ქავთარაძემ მიზეზად მუზეუმების "უკეთ მუშაობა" დაასახელა (ვიდეოს აქვე ავტვირთავ) ორი ადამიანი უშლიდა სამუზეუმო გაერთიანებას ხელს უკეთ მუშაობაში?

პ.ს.ს. პექტაკლიც დაადგმევინეთ ექვთიმეზე, მაგრამ მაინც... არაფერი გიგრძვნიათ, ექვთიმესთან არც გაგივლიათ... პ.ს.ს. თავისუფალი აზრისთვის, ჩემი შეხედულებებისთვის "დავისაჯე..." ოზურგეთი პატარაა, არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის - ვინ მოყვანეთ მუზეუმში, ვის უშვებ, რატომ... გახსნის დღიდან ექვთიმეს მუზეუმში ვმუშაობ, ექვთიმეს მუზეუმი ჩემთვის სამსახურზე მეტი იყო. იტყვით არავინაა შეუცვლელიო, არც თქვენ, ბატონო მერო - წერს გოგორიკიძე.

მსგავსი სიახლეები