ეს არის პროცესის იმიტაცია - გეგელიას თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს
ეს არის პროცესის იმიტაცია - "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიას თქმით, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს.
გეგელია ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის და რუსეთის სხვა აგენტების მიმართა რეალური გამოძიება დაიწყება მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება.
იმ პირობებში, როცა საქართველოს მარტავს პუტინისტი ხელისუფლება, არავითარი რეალური გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ეს არის მხოლოდ პროცესის იმიტაცია, სხვა არაფერი. რეალური გამოძიება, როგორც ფარცხალაძისა, ისე რუსეთის სხვა აგენტებისა, მოხდება მას მერე, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, რომელიც მართლა გამოიძიებს რუსულ გავლენებს და აღკვეთს რუსულ გავლენებს". - ამბობს გეგელია.
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარცხალაძის სამი ფოტო. ოპოზიციას აინტერესებს, თუ სანქცირებული ყოფილი პროკურორი მართლა მივიდა გამოკითხვაზე, მაშინ რა საჭირო იყოო ფოტო სურათებზე თარიღების წაშლა.