თუ ფარცხალაძეს შეეხებიან, ალაპარაკდება, მან კარგად იცის ხელისუფლებაში მაღალი რანგის ჯაშუშების შესახებ - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეხება, რადგან მისი თქმით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა კარგად იცის საქართველოს ხელისუფლებაში მაღალი რანგის ჯაშუშების შესახებ და თუ ფარცხალაძეს შეეხებიან, ის ალაპარაკდება.
ფარცხალაძეზე ვერანაირ საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებენ, რადგან ფარცხალაძემ ძალიან კარგად იცის საქართველოს ხელისუფლებაში უფრო მაღალი რანგის ჯაშუშების და ღალატის საქმეების შესახებ. შესაბამისად, თუ ფარცხალაძეს შეეხებიან, ფარცხალაძე ალაპარაკდება და ახსენებს სხვებს". - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარცხალაძის სამი ფოტო. ოპოზიციას აინტერესებს, თუ სანქცირებული ყოფილი პროკურორი მართლა მივიდა გამოკითხვაზე, მაშინ რა საჭირო იყოო ფოტო სურათებზე თარიღების წაშლა.