როდესაც ადამიანს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებ, მნიშვნელოვანია მტკიცებულებები - კალაძე ფარცხალაძეზე

21.10.23 12:05
როდესაც ადამიანს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებ, მნიშვნელოვანია მტკიცებულებები - კალაძე ფარცხალაძეზე

დაიხურება თუ არა ფარცხალაძის საქმე და შეწყდება თუ არა გამოძიება? - ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

კახა კალაძე ამბობს, რომ ასეთ მძიმე ბრალდებებზე მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ.

როდესაც ადამიანს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებ, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი დეტალი იყოს ცნობილი ჩვენი შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ ამას მოჰყვეს შემდგომი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული". - ამბობს კალაძე.

ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარცხალაძის სამი ფოტო.  ოპოზიციას აინტერესებს, თუ სანქცირებული ყოფილი პროკურორი მართლა მივიდა გამოკითხვაზე, მაშინ რა საჭირო იყოო ფოტო სურათებზე თარიღების წაშლა. 

მსგავსი სიახლეები