თინა ბოკუჩავა ჰარვარდის უნივერსიტეტში სპიკერად იყო მიწვეული - რაზე ისაუბრა ენმ-ს ლიდერმა

21.10.23 12:16
თინა ბოკუჩავა ჰარვარდის უნივერსიტეტში სპიკერად იყო მიწვეული - რაზე ისაუბრა ენმ-ს ლიდერმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჰარვარდის უნივერსიტეტში სპიკერად იყო მიწვეული, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა;

ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დიდი ძალისხმევა იდება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად  ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ძალიან დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი და იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა უფრო პრორუსია, არის ძალიან დიდი წუხილი, მაგრამ ასევე ვხედავთ რამხელა ინტერესი და ძალისხმევა იდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ქართველი ხალხის სურვილი - გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ ამაში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ
 

მსგავსი სიახლეები