ივანიშვილმა და "ოცნებამა" ყველაფერი გააკეთა, რომ ფარცხალაძეს გადაფარებოდნენ - ბუაძე
"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და "ოცნებამა" ყველაფერი გააკეთა, რომ ფარცხალაძეს გადაფარებოდნენ.
ბუაძე ამბობს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ფინანსების გამოთავისუფლების საშუალებაც კი მისცეს.
ოთარ ფარცხალაძე არის აღიარებული რუსეთის აგენტი და ის დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინა სუს-ს, მაგრამ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამა" გააკეთა ყველაფერი, რომ გადაფარებოდნენ ფარცხალაძეს, მიეცათ მისთვის საშუალება, რომ ფინანსები გამოეთავისუფლებინა და ბოლომდე აერიდებინა თავის პასუხისმგებლობისაგან". - განაცხადა საბა ბუაძემ.
გამოკითხვის იმიტაციაა თუ რეალური საგამოძიებო მოქმედება? სუს-ი ამ დრომდე არ ამბობს, გაავრცელებენ თუ არა ფარცხალაძის მოდულის შენობაში მისვლის დათარიღებულ კადრებს. სანქცირებული ყოფილი პროკურორის საქმე ოცნებამ ფაქტობრივად დახურულად გამოაცხადა.