ჩვენმა საგამოძიებომ თავიანთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა თქვას, რა დაადგინეს - ბესელია ფარცხალაძის საქმეზე
პოლიტიკოსი ეკა ბესელია ამბობს, რომ "ოცნება" აშშ-გან კი არ უნდა დაელოდოს მტკიცებულებებს ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, არამდე თვითონ უნდა გამოიძიოს საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და მათივე მტკიცებულებებით უთხრან საზოგადოებას თუ რა დაადგინეს.
არ არის მხოლოდ საკმარისი, რას მიიღებს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს მხრიდან, ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს თავის წყაროები აქვთ და საკუთრივ თავიანთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა უთხრა საზოგადოებას, რა გამოიძიეს და რა დაადგინეს". - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გამოკითხვის იმიტაცია თუ რეალური საგამოძიებო მოქმედება? სუს-ი ამ დრომდე არ ამბობს, გაავრცელებენ თუ არა ფარცხალაძის მოდულის შენობაში მისვლის დათარიღებულ კადრებს. სანქცირებული ყოფილი პროკურორის საქმე ოცნებამ ფაქტობრივად დახურულად გამოაცხადა.