ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან ერთ-ერთში კანონების გადმოღება - ბუაძე ცენზურის კანონზე
დაადეთ ვეტო ცენზურის კანონს. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილისგან მოქმედებას ელოდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, რომ სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ, რადგან სასამართლო სისტემას არავინ ენდობა.
მედიის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონის გამო განგაშის სიგნალი აქვს ჩართული ოპოზიციასაც. კითხვები კიდევ უფროო დაგროვდა მას შემდეგ რაც კანონში ახალი ჩანაწერი უხამსობის შესახებ გაჩნდა.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ოცნება" რუსული სახელმძღვანელოდან ერთ-ერთში კანონების გადმოღებას ცდილობს.
ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან ერთ-ერთში კანონების გადმოღება. ეს არის ერთგვარი ცენზორის დაკანონების მცდელობა. ეს კანონი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ეშინია "ქართულ ოცნებას" თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი აზრის. ასეთი კანონის მიღებას, ყველა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეწინააღმდეგოს". - განაცხადა საბა ბუაძემ.