სპორტული აზარტი აქვთ, წინააღმდეგობა შექმნან ნებისმიერ ინიციატივაზე - სარჯველაძე ოპოზიციაზე

21.10.23 14:00
სპორტული აზარტი აქვთ, წინააღმდეგობა შექმნან ნებისმიერ ინიციატივაზე - სარჯველაძე ოპოზიციაზე

"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ცენზურის კანონის მიღების შემდეგ გამოწვეულ პროტესტს ოპოზიციის სპორტულ აზარტს უწოდებს და ამბობს, რომ ოპონენტები ნებისმიერ ინიციატივაზე წინააღმდეგობის შექმნას ცდილობენ.

მე მგონია, რომ მათ აქვთ სპორტული აზარტი, რომ წინააღმდეგობა შექმნან ნებისმიერ ინიციატივაზე, კონკრეტული ინტერესი და კონკრეტული მიზანი აქვს ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამით ხელი შეუშალონ ჩვენს შემდგომ წარმატებულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით". - განაცხადა სარჯველაძემ.

დაადეთ ვეტო ცენზურის კანონს. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილისგან მოქმედებას ელოდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, რომ სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ, რადგან სასამართლო სისტემას არავინ ენდობა.

მსგავსი სიახლეები