ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ოჯახი მოუთმენლად ელოდება სააკაშვილის გათავისუფლებას - ირაკლი ფავლენიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა

21.10.23 13:56
ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ოჯახი მოუთმენლად ელოდება სააკაშვილის გათავისუფლებას - ირაკლი ფავლენიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა

ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ოჯახი კი მოუთმენლად ელოდება ქვეყნის და რეგიონის მთავარი პროდასავლელი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ბუდაპეშტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ახალგაზრდა პოლიტიკოსების შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, საინტერესო რჩევები მიიღო დიპლომატებისგან და ექსპერტებისგან. 

„დავასრულეთ ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ახალგაზრდა პოლიტიკოსების შეხვედრების ციკლი ბუდაპეშტში.
მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება და საერთო ბრძოლაში კოორდინაცია ჩვენ რეგიონში თანამოაზრე, რუსულ იმპერიასთან მებრძოლ ძალებთან. ჩვენი თაობის პოლიტიკოსებს მოუწევთ დიდი ისტორიული მისიის შესრულება - დერუსეთიზაციიის და ევროინტეგრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა საკუთარ ქვეყნებში. ეს კი მხოლოდ კოორდინირებული, ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლითაა შესაძლებელი. 
საინტერესო რჩევები მივიღეთ დიპლომატებისა და ექსპერტებისგან აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის უნიკალური გამოცდილება გაგვიზიარეს.
ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ოჯახი მოუთმენლად ელოდება ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მთავარი პროდასავლელი, ანტიპუტინისტი პოლიტიკური ლიდერის,მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს დეოლიგარქიზაციას, რაც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური კომპონენტია ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურისთვის.“ - წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში

მსგავსი სიახლეები