კარვების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის - სადაო კანონს სახალხო დამცველი გაასაჩივრებს

21.10.23 15:28
კარვების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის - სადაო კანონს სახალხო დამცველი გაასაჩივრებს

კარვების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის.  პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, სადაო კანონს სახალხო  დამცველი გაასაჩივრებს. ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ახალი რეგულაციებით გამოხატვის თავისუფლებაა ირღვევა.  ომბუდსმენი ფიქრობს, რომ კანონის ამ ფორმით მიღება ქვეყანას უკან დახევს. 

ყველაზე მეტად კანონის მიღებას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებდნენ, რადგან ახალი რეგულაციებით აქციებზე ახალი სტანდარტები დაწესდა. შესაძლო, ადამიანები მხოლოდ იმის გამო დააჯარიმონ ან დააკავონ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის დროს ქუჩაში კარავი ან თუნდაც ხმის გამაძლიერებლები გაიტანონ.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია ეს. ოღონდ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ სახალხო დამცველი თუ ამ ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც მსგავს პოზიციებს დაიკავებს, უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგამს, მისთვისაც და ამ ქვეყნისთვის მომავლისთვისაც ბევრად უფრო უკეთესი იქნება და ჩვენი ბრძოლისთვისაც თავისუფლებისთვის" - ამბობს აქტივისტი ნიკუშა ფარულავა.

მსგავსი სიახლეები