მოძრაობა სუს-ის მხარდასაჭერად - ალტ-ინფოს შეკრებაზე "ოცნების" ძველ სახეებს ელოდებიან

21.10.23 15:10
მოძრაობა სუს-ის მხარდასაჭერად - ალტ-ინფოს შეკრებაზე "ოცნების" ძველ სახეებს ელოდებიან

მოძრაობა სუს-ის მხარდასაჭერად - ალტ-ინფოს შეკრებაზე "ოცნების" ძველ სახეებს ელოდებიან.

ამ წუთებში,  პრორუსული მოძრაობის წევრები  მცხეთაში იკრიბებიან. რადიკალური მოძრაობის  ლიდერები ნოემბრის აქციებს აორგანიზებენ. 

ღონისძიებაზე დაპატიჟეს ყველა, ვინც საზოგადოებას თავი ხელისუფლების მხარდამჭერი მესიჯებით დაამახსოვრეს. მიწვეულთა სიაში არიან  ნანა კაკაბაძე, ხათუნა ხოფერია და ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილიც, თუმცა სია უფრო გრძელია.  

ალტ-ინფოში ამბობენ, რომ ეს არის ორგანიზაცია "ანტი-მაიდანის" საბჭოს შეხვედრა. მათი განცხადებით, ორ საათიან შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელსაც ნოემბერში აორგანიზებენ.

ისინი ასევე ამბობენ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ცნობაზე, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, ინფორმაცია ჯერ ალტ-ინფოს ჰქონდათ. მათი თქმით, იციან, რომ გარკვეული ძალები გადატრიალების მიზნით გამოსვლას ნოემბრის თვეში , მას შემდეგ აპირებენ, რაც ქვეყანა სავარაუდოდ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და სწორედ ამას უკავშირდება მათი შეკრების მთავარი მიზეზიც.

"ალტ ინფოს" ლიდერი კოკა მორგოშია პირდაპირ ამბობს, რომ ყველანაირი სცენარისთვის მზადყოფნას იწყებს.

ყველასთვის ნაცნობი სახეები იქნებიან და იმ საკითხებზე გვექნება საუბარი, რომელიც სუს-მა დააანონსა, სხვაზე და სხვაზე. ყველანაირ სცენარზე შეიძლება ვისაუბროთ და ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. მზადყოფნას გადავწყვეტთ რა მასშტაბის იქნება. არაფერს სახელმწიფოს გვერდით ავლით არ ვაპირებთ". - განაცხადა კოკა მორგოშიამ.

 

მსგავსი სიახლეები