ჩამოართმევენ თუ არა საბოლოოდ რაჭის ტყეებს დავით ხიდაშელს? - საკითხი პარლამენტში ინაცვლებს

21.10.23 17:35
ჩამოართმევენ თუ არა საბოლოოდ რაჭის ტყეებს დავით ხიდაშელს? - საკითხი პარლამენტში ინაცვლებს

ჩამოართმევენ თუ არა საბოლოოდ დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს? - საკითხი პარლამენტში ინაცვლებს. გარემოს დაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ტყეს განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის სტატუსს ანიჭებენ. ამ მოთხოვნით შამუგიას უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიმართოს.  თუ თანხმობა შედგება, პრორუსი ოლიგარქისთვის გაცემული ლიცენზიის პირობები გადაიხედება.  

მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორმა, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა, მაისიდან დაიწყეს მუშაობა, რომ რაჭის ტყეები და მიმდებარე სოფლები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს.

ეს ლიცენზია დაახლოებით ერთი წლის წინ კონკრეტული პირობებით გაიცა ინვესტორზე. მათ შორის, ეს შეეხებოდა ადგილზე ეკოტურიზმის განვითარებას, სანადირო სახეობების განვითარებას, ცალკეული ბიომრავალფეროვნების სახეობების აღდგენას. რაც ყველაზე მთავარია, ამ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში არ იკრძალება მოსახლეობისთვის ტყეში შესვლა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, გადაადგილება და ეს ტერიტორიები საკუთრებაში არავის გადასცემია, დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაისში დავინახეთ, ლიცენზიანტის მხრიდან სალიცენზიო ვალდებულებები არ სრულდებოდა, სახელმწიფომ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ზომა გაატარა და დავიწყეთ დაჯარიმების პროცესი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს". - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

რიონის მცველები ამბობენ, რომ შემდეგ კვირაში  მართლაც არის დანიშნული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა ისინი მანამდე უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ.

დღეს უკვე შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა შემდეგ კვირაში გაიმართება, ახლა უკვე ველოდებით ზუსტი დღის ჩანიშვნას, მანამდე ვაგრძელებთ პროტესტს" - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მსგავსი სიახლეები